“ქართული ოცნება” -79%, “ნაციონალური მოძრაობა” -11% – Survation-ის კვლევა ამბროლაური- ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტია მაჟორიტარულ ოლქში

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.

ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი მოიცვა – ბათუმის, ხაშური-ქარელის, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის და ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქები.

ამბროლაური- ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტია მაჟორიტარულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა- დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში?

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას ამბობს – 65%, ალბათ მივიღებ მონაწილეობას -20%, 50-50 – 11%, არ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს – 4%.

ამბროლაური- ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის მაჟორიტარული ოლქი- დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?

გოჩა ენუქიძე (ქართული ოცნება) – 75%

დილარ ხაბულიანი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ) -10%

ერეკლე საღლიანი (პატრიოტთა ალიანსი) – 7%

სოსო ლიპარტელიანი(ლელო) – 6%

გოჩა გურგუჩიანი (ევროპული საქართველო ) – 2%

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

იგივე ამბროლაური- ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქი:

ქართული ოცნება -79%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -11%

ლეიბორისტული პარტია -2%

ერთიანი საქართველო-2%

ევროპული საქართველო – 2%

გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი- 2%

ლელო – 2%

საველე სამუშაოები 2020 წლის 16-29 სექტემბერს ჩატარდა და რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები