გივი ჭიჭინაძე 56%, ნანუკა ჟორჟოლიანი 31% – Survation-ის კვლევა სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის მაჟორიტარული ოლქში
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი მოიცვა-ბათუმის, ხაშური-ქარელის, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის და ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქები.
სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის მაჟორიტარული ოლქი- დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში?
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას ამბობს – 74%, ალბათ მივიღებ მონაწილეობას – 8%, 50-50- 14%, არ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს – 4%.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატების რეიტინგი განსხვავდება საკუთარი პარტიის რეიტინგისგან. მაგალითად ასეა:სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის მაჟორიტარული ოლქში.
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?
გივი ჭიჭინაძე (ქართული ოცნება) – 56%
ნანუკა ჟორჟოლიანი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშია ) – 31%
აკაკი ბობოხიძე (ევროპული საქართველო) – 11%
თორნიკე ართმელაძე (ლელო) – 1%
სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი – 1%.
რაც შეეხება პარტიულ რეიტინგს, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ? სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის ოლქში ხმები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება – 67%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 15%
ევროპული საქართველო – 7%
გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი – 6%
პატრიოტთა ალიანსი -3%
ლელო -1%
ლეიბორისტული პარტია – 1%
საველე სამუშაოები 2020 წლის 16-29 სექტემბერს ჩატარდა და რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით.