“ქართული ოცნება” 59%, “ნაციონალური მოძრაობა” 14% – Survation-ის კვლევა ხაშური-ქარელის მაჟორიტარულ ოლქში
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
ამჯერად, კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი მოიცვა: ბათუმის, ხაშური-ქარელის, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის და ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქები.
ქარელის მაჟორიტარულ ოლქში: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში? ხმები ასე გადანაწილდა:
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას -ამბობს 80%, ალბათ მივიღებ მონაწილეობას -6% 50-50-10%, არ მივიღებ მონაწილეობას -3%, არვიცი/ უარი პასუხზე -1%.
ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?
ზაზა დუგლაძე (ქართული ოცნება) – 56%
ნატო ჩხეიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია) – 23%
კახა კოჟორიძე (ლელო) – 15%
ხათუნა გელაშვილი (თავისუფალი საქათველო) – 4%
ნიკა მოსიაშვილი (გირჩი) – 1%
სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი – 1%.
ამავე ოლქში, რომელ პოლიტიკურ სუბიექტს ანიჭებენ უპირატესობას ხაშურსა და ქარელში. დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?
ქართული ოცნება -59%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 14%
ლეიბორისტული პარტია – 6%
გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებლი – 6%
ლელო – 5%
ევროპული საქართველო – 4%
პატრიოტთა ალიანსი – 2%
გირი -1%
ერთიანი საქართველო – 1%
სხვა – 2%.
საველე სამუშაოები 2020 წლის 16-29 სექტემბერს ჩატარდა და რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით.