„ხმაური და მძვინვარება“ – ორბელიანის მოედანზე

10 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისში, ორბელიანის მოედანზე, კონსერვატორია წარმოადგენს კომპოზიტორ ეკა ჭაბაშვილის ნაწარმოებს – „ხმაური და მძვინვარება” (უილიამ ფოლკნერის ცნობილი რომანის მულტიმედიური ვერსია).
ნაწარმოები ყოველი შაბათ-კვირის სახელოვნებო ღონისძიების – „ქარავანის“ ფარგლებში გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით,  ნაწარმოები ფოლკნერის დაბადებიდან 111 წლის თავზე შეიქმნა სოლო ფორტეპიანოსა და ჰოლოგრამების თეატრისთვის;
„მასში, შეძლებისდაგვარად, შენარჩუნებულია პირველწყაროს ვერსიის თხრობა. ის ახალი ჟანრისა და მუსიკალური ფორმის შექმნის მცდელობას წარმოადგენს. ნაწარმოები სპეციალურად დაიწერა ქართველი პიანისტის, ნინო ჟვანიასთვის. ფოლკნერის რომანში აღწერილი პერსონაჟები ყოველ ნაბიჯზე და ყოველ ქვეყანაში გვხდებიან. რომანი უდიდესი ფსიქოლოგიური დრამა და მონუმენტური ტილოა, რომელშიც ადამიანები ერთმანეთზე ფსიქოლოგიურ ტერორს თავისდაუნებურად“… – აცხადებენ ორგანიზატორები.
ტექნიკური სირთულის გამო ორიგინალური ვერსიის შესრულება (სადაც ჰოლოგრამები იქნებოდა ჩართული) ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
10 ოქტომბერს ორბელიანზე ალტერნატიული ვერსია იქნება წარმოდგენილი, რომლის დროსაც  ეკრანზე და შენობებზე გამოყენებული იქნება ვიზუალური პროექცია.
შეასრულებენ – ნინო ჟვანია და ეკა ჭაბაშვილი.

შესრულდება ნაწარმოების მე-2 ნაწილი – „კვენტინი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები