8 ოქტომბერი ლია ელიავას გარდაცვალების დღეა
1998 წლის 8 ოქტომბერს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ლია ელიავა.
დაიბადა თბილისში 1934 წლის 28 მაისს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. ამავე წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობია. 1960 წელს მიღებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 1956 წლიდან იღებენ კინოში. ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევს მეუღლე — პოპულარული ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე.
მისი როლებიდან გამოირჩევა: „ჩრდილი გზაზე“ (ნინო), „ ბაში-აჩუკი“ (მზისა და მთვარისა) „ქალის ტვირთი“ (ქეთევან ახატნელი), „მამლუქი“ (ზეინაბი), „დათა თუთაშხია“ (თიკო ორბელიანი), „წიგნი ფიცისა“ (დედოფალი თინათინი) და სხვები.
ლია ელიავა დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.