სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო, ასევე, IT კომპანიები, „საერთაშორისო კომპანიების” სტატუსის მიღების შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო, ასევე, IT კომპანიები, „საერთაშორისო კომპანიების” სტატუსის მიღების შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ სექტორებში მოქმედი კომპანია, რომელიც მიიღებს „საერთაშორისო კომპანიის” სტატუსს, ისარგებლებს შეღავათებით ქონების (გარდა მიწისა), მოგების, დივიდენდებსა (სრულად თავისუფლდება) და საშემოსავლო გადასახადებზე – მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდება 5%-მდე.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პერიოდში მძაფრი გლობალური ეკონომიკური კონკურენციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა კომპანიებს აძლევს საშუალებას, მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის” სტატუსი და ასევე საერთაშორისო კომპანიებს უქმნის კომფორტულ პლატფორმას იმისათვის, რომ საქართველოდან იმუშაონ.

„ჩვენ დღეს ვიმსჯელებთ, რომელი მიმართულების კომპანიებზე დავიწყოთ და შევქმნათ მექანიზმები მსგავსი სტატუსის მისაღებად. პირველ რიგში, ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და ასევე IT კომპანიები. ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია როგორც გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე საქართველოსთვის, რამეთუ ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია ისევე, როგორც IT მიმართულებაში გვაქვს სერიოზული რესურსი, რომელიც ასამოქმედებელია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები