ილჰამ ალიევი: სომხეთმა მაქსიმალისტურ პოზიციაზე უარი უნდა თქვას და შეწყვიტოს იმის თქმა, რომ ყარაბაღი სომხეთია

“სომხეთის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს იმის თქმა, რომ ყარაბაღი სომხეთია”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა Euronews-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში ათობით მოლაპარაკება გავმართე სომხეთის ორ ყოფილ პრეზიდენტსა და ამჟამინდელ პრემიერმინისტრთან. წინა დებატების დროს ჩვენ შევიმუშავეთ პრინციპები კონფლიქტის გადასაჭრელად. ვიყავით კონსტრუქციულები“, – განაცხადა ალიევმა.

თუმცა, მისი თქმით, ორი წლის წინ ხელისუფლებაში „გადატრიალების შედეგად მოსულმა“ ნიკოლ ფაშინიანმა მოლაპარაკების პროცესი გაანადგურა.

„მე არაერთხელ შევხვდი მას, მაგრამ ეს შეხვედრები უაზრო იყო. მან მითხრა, რომ ტერიტორიები არ დაბრუნდებოდა, ამბობდა, რომ ისინი სომხეთს უნდა მიუერთდეს“, – აღნიშნა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, „სომხეთის ხელისუფლებამ საკუთარი პოზიცია უნდა შეცვალოს და უარი თქვას მაქსიმალისტურ პოზიციაზე. უნდა შეწყვიტოს იმის თქმა, რომ ყარაბაღი – ეს სომხეთია“.

როგორც ალიევი აღნიშნავს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში მიემგზავრება მინსკის ჯგუფის ელჩებთან შესახვედრად, სადაც თვის დასაწყისში ასევე უნდა გამგზავრებულიყო სომხეთის წარმომადგენელი, მაგრამ მან ეს შესაძლებლობის იგნორირება მოახდინა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთს მოლაპარაკებების წარმოება არ სურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები