კორონავირუსი ტრამპის კიდევ ერთ მრჩეველს დაუდასტურდა

კორონავირუსი აშშ-ის პრეზიდენტის უფროს პოლიტიკურ მრჩეველს, სტივენ მილერსაც დაუდასტურდა.

როგორც მედიას თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანებმა განუცხადეს, ტესტზე მისი პასუხი დადებითია.

მანამდე კოვიდ19 დაუდასტურდა, მთავარ მრჩეველ ჰოუპ ჰიკს, ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის უფროს ბილ სტეპინს, თეთრი სახლის ყოფილ მრჩეველ კელიენ კონუეისა და ნიუ ჯერსის ყოფილ გუბერნატორ კრის კრისტის.

გარდა ამისა, დღეს გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნები კარანტინზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც აშშ-ის სახმელეთო დაცვის ხელმძღვანელ ჩარლზ რეითან ჰქონდათ კონტაქტი, რომელსაც ასევე ვირუსი დაუდასტურდა. თვითიზოლაციაშია ასევე გადასული შტატების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი – მარკ მილი.

რაც შეეხება თავად აშშ-ის ლიდერს, რომელსაც გასულ კვირას ვირუსი დაუდასტურდა, ის თეთრ სახლში უკვე დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები