გიორგი გახარია: თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები პირბადით, დისტანციის დაცვით ჩატარდება

“თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები პირბადით, დისტანციის დაცვით ჩატარდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ მთელს მსოფლიოს უნდა ანახოს, რომ ასეთ მდგომარეობაშიც შესაძლებელია ნორმალური ცხოვრების გაგრძელება.

„რამდენიმე კომპონენტი გვემატება. პირველი არის საარჩევნო პოლიტიკური პროცესი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვერ და არ გავაჩერებთ, მიუხედავად ზოგიერთი ვაი-ექსპერტის მოწოდებისა. ეს ხელშეუხებელი პროცესია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები პირბადით, დისტანციის დაცვით ჩატარდება. მაგრამ ეს არის პრიორიტეტი, რომელიც საქათველომ მთელს მსოფლიოს უნდა ანახოს, რომ ასეთ მდგომარეობაშიც შესაძლებელია ნორმალური ცხოვრების გაგრძელება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები