შოთა იათაშვილის რომანის წარდგენა

9 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში შოთა იათაშვილის პირველი რომანის, “დამწყების” წარდგენა გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნს წარადგენენ პოეტი პაატა შამუგია და კრიტიკოსი დავით ანდრიაძე.

პაატა შამუგია: “დამწყების“ გმირი მკითხველის თვალწინ იწყებს საკუთარი თავის, როგორც ფაზლის, აწყობას და იძლევა შესაძლებლობას, თვალი ვადევნოთ მის ფურცელ-ფურცელ გაშინაარსებას, მიკროსკოპული დეტალებისგან შემდგარი პიროვნული შტრიხების გამოკვეთას და გადალაგებას. ის, პრაქტიკულად, პეპლის ეფექტით იკვლევს სამყაროს, ასოციაციური ჯაჭვებით ამყარებს დეტალებთან კავშირს და გვარწმუნებს, რომ, მაგალითად, „ლოკომოტივის“ სტადიონზე სკამების რაოდენობა, შესაძლოა, უპირდაპირეს კავშირში იყოს ისეთ მურტალ რამესთან, როგორიცაა ცხოვრება, და ამ აზრით, ეს რომანი ფატალისტურია”, – .

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები