ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში 6 ოქტომბერს კოვოდ 19-ის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ე.წ. რესპუბლიკაში უკვე 1868 ინფიცირებულია.
გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 134 პაციენტი მკურნალობს, მათგან 20-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 45-ის საშუალო სიმძიმის არის.
ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსის დამარცხება 15-მა პაციენტმა შეძლო, სულ 655 გამოჯანმრთელებულია, 15 პირი გარდაიცვალა.