“Trend news agency”: აზერბაიჯანის არმია ხელს უშლის სომხეთის სარაკეტო დარტყმას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე
“აზერბაიჯანის არმია ხელს უშლის სომხეთის სარაკეტო დარტყმას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე”, – ამის შესახებ ინფორმაციას “Trend news agency” ავრცელებს.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ადასტურებს, რომ სარაკეტო დარტყმები დაახლოებით 21:00 საათზე განხორციელდა ნავთობსადენის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ევლახის რაიონში გადის.
„ნავთობსადენი იკავებს განსაკუთრებულ ადგილს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, წარმოადგენს რეგიონის ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტს. ჩვენი არმიის გადამწყვეტი ზომების შედეგად, ტერორის ეს მცდელობა აღიკვეთა“, – აცხადებენ უწყებაში.