“ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია” – ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს

A

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით გერმანიას ანგარიში გადასცა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსი ოპოზიციონერის ანალიზებში ტოქსიკური ქიმიკატების არსებობა გამოვლინდა.

„ანალიზის შედეგები ადასტურებენ, რომ ალექსეი ნავალნის სისხლისა და შარდის ანალიზებში ანტიქოლინესთერაზული საშუალებების ბიომარკერებს იგივე სტრუქტურული მახასიათებლები აქვთ, როგორც მომწამლავ ნივთიერებებს, რომელსაც, როგორც „ნოვიჩოკს“ მოიხსენიებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს.
შემდეგ ის სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პოლიტიკოსი „ნოვიჩოკის” ჯგუფის მომწამვლელი ნივთიერებით მოწამლეს. მოგვიანებით ეს ფრანგმა და შვედმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს. ნავალნი კლინიკიდან 23 სექტემბერს გაეწერა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები