“გვასწავლეთ, როგორ ვირჩინოთ თავი 200 ლარად” – ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალდნენ და სამუშაო ადგილები დაკარგეს, მთავრობისგან მხარდაჭერას ითხოვენ. აქციის მონაწილეებთან ერთად უფლებადამცველი – თამაზ ბაკურიძეც იმყოფება. მისი თქმით, შეკრებილები გზის გახსნასა და სესხების გადავადებას ითხოვენ.

“პანდემიის გამო ეს ადამიანები უმუშევრები დარჩნენ, შემოსავლის სხვა საარსებო წყარო არ გააჩნიათ. გვესმის, რომ ქვეყანაში პანდემიაა, განსაკუთრებით – აჭარაშია ეპიდსიტუაცია მწვავე, თუმცა, მთავრობამ გამოსავალი უნდა იპოვოს”, – განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.
აქციის მონაწილეები ბათუმის ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები