ფონდ „ქართუს” დაფინანსებით, ქარელის მუნიციპალიტეტის ბრეძის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდ „ქართუს” დაფინანსებით, 2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულდა.

შესრულებულია შემდეგი სახის სამუშაოები:
მოეწყო ფლეთილი ქვის თარო-კარნიზი ადგილობრივი ქვით, ასევე – კირდუღაბის ფენა კრამიტის ქვეშ;
სახურავი გადაიხურა ქართული კრამიტით კირდუღაბზე;
ფასადებსა და ინტერიერში ამოიგოზა ქვის ნაკერები სპეცკირხსნარით;
მოეწყო ხის კარ-ფანჯარა;
ლითონის ელემენტებით, სარინელი კი – კლდის ფლეთილი ქვით.

სოფელ ბრეძის წმინდა მარინეს ეკლესია დარბაზული ტიპისაა და ადრე შუა საუკუნეებს განეკუთვნება (7,2X4,75 მ), იგი მოზრდილი ქვებითაა ნაგები. აფსიდა ნახევარწრიულია. მას ვიწრო სარკმელი და ორი ნიში აქვს. გადახურულია კამარულად. მასზე მოხატულობის კვალი შეიმჩნევა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა შპს „ბედეკი WESTI“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები