საქართველოში სომხეთის საელჩო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, საქართველო სომხეთის საწვავის იმპორტს აფერხებს, ასევე, ქვეყნისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ დახმარებას არ ატარებს.
დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
“არ გვაქვს პრობლემები არც საწვავის და არც – ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის მხრივ! საქართველოში სომხეთის საელჩო საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება. თუმცა, საქართველოს გავლით ტრანზიტთან დაკავშირებით პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში, მოგვმართეთ საელჩოში, რომ საკითხის სწრაფი მოგვარება მოხდეს. ამასთანავე, მოვუწოდებთ ხალხს, დეზინფორმაცია არ გაავრცელონ, რადგან ეს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება”, – ნათქვამია განცხადებაში.