ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ მან ანკარაში განაცხადა, სადაცა ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, სტოლტენბერგი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.
“შემაშფოთებელი ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები. ვხედავთ, რომ იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს კონფლიქტი სარისკოა ბევრი მიმართულებით, მათ შორის, ენერგეტიკის. ძალიან საშიში ვითარებაა მთლიანად რეგიონისა და ალიანსის წევრებისთვის, მათ შორის”, – თქვა სტოლტენბერგმა.
ალიანსის ლიდერმა მხარეებს დაზავებისკენ მოუწოდა.
“კონფლიქტის ყველა მხარეს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ომი და მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდნენ”, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ვიზიტის ფარგლებში, სტოლტენბერგმა შესაძლოა, მოლაპარაკება ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთანაც გამართოს.