მთიანი ყარაბაღი: ბაქომ სტეპანაკერტის დაბომბვა დილიდან განაახლა

თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა სტეპანაკერტზე იერიშის მიტანა დილიდან განაახლა, ქალაქის მიმართულებით 4 ჭურვი იქნა გაშვებული.

მათივე ინფორმაციით, პირველი ბომბი ადგილობრივი დროით 6:40 საათზე ჩამოვარდა, ამუშავდა განგაშის სირენა, ამის შემდეგ კიდევ 6 იერიში განხორციელდა.

აღინიშნება, რომ ამჟამად ქალაქი ნისლით არის დაფარული, რაც მათ უპილოტო საფრენ აპარატებს მუშაობას ურთულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები