იგორ კვესელავა: 2024 წლამდე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ვერავინ შეეხება

“გადამტრიალებელთა ჯგუფი, რომელთა ლიდერიც უპირობოდ არის გიგა ბოკერია, 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს მესამედ აწყობდა საქართველოში გადატრიალებას, მაგრამ ჩაფლავდნენ… ახლა მათი მიზანია, მეოთხეჯერაც სცადონ ბედი”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელავა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრობს.

მისივე თქმით, 2024 წლამდე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ვერავინ შეეხება.

“ისტორია გვასწავლის, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში, მსოფლიოში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებათა ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო და არის წარუმატებელი ომი. სწორედ პირველ მსოფლიო ომში განცდილმა საშინელმა მარცხმა განაპირობა 1917 წლის თებერვლის გადატრიალება რუსეთში, რასაც ოდნავ მოგვიანებით მოჰყვა ოქტომბრის გადატრიალებაც… არსებობს, საკმაოდ არგუმენტირებული ცნობები იმის შესახებ, რომ იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს თავისი ფრანგი და ინგლისელი ექიმები მცირე დოზებით, მაგრამ სისტემურად აძლევდნენ ნარკოტიკებს. შესაბამისად, რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ბევრი პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, სწორედ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო მიღებული.

დღეს უკვე არავითარ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ 1917 წლის 25 ოქტომბრის გადატრიალება დაფინანსებული და ორგანიზებული იყო დასავლეთის ქვეყნების – გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინგლისის მიერ. ამ საქმეში მათ აქტიურად გამოიყენეს საერთაშორისო ორგანიზაცია “წითელი ჯვარი”, რომელსაც ამერიკის ფედერალური რესურსების სამსახური კურირებდა. საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით გადატრიალებების მოწყობას სწორედ ამ წარმატებული პრეცედენტის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ლენინმა 1921 წლის მარტში განაცხადა – პროლეტარიატის დიქტატურა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე ვერ იარსებებსო.

მეცნიერულად შესწავლილია სახელმწიფო გადატრიალებათა ანატომია და დადგენილია ის პოსტულატები. გადატრიალებათა ანატომია და დადგენილია ის პოსტულატები, რომელიც ხავერდოვან გადატრიალების წინ უნდა უსწრებდეს. ეს ნიშნებია: 1. ნათელი მომავლის იმედი; 2. ოპოზიციის ერთიანობა; 3. გავლენის მოპოვება ძალოვან სტრუქტურებზე; 4. ოპოზიციისა და შეთქმულთა პროტესტის აუცილებელი მომხიბვლელობა.

ქართველ ოპოზიციონერებს აქვთ მთავარი, რომელიც კლასიკური გადატრიალების წინაპირობებში არ დაგვისახელებია – ფული. გარდა ამისა, 2019 წლის 20-21 ივნისის გადატრიალების მცდელობამ პირადად მე დამარწმუნა, რომ ძალოვან უწყებებში შესაძლოა, იყვნენ პროვოკატორები, რომლებმაც ცეცხლზე ნავთი დაასხან და საზოგადოების აგრესია მიზანმიმართულად გამოიწვიონ. არსებობს ინფორმაცია, რომ სერგეი გავრილოვი “გადატრიალების ცენტრის” მიერ იყო მოსყიდული და მთელი ეს სცენარი დაწერა გადატრიალების სპეციალისტმა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის: ბოკერია ისე მართავდა ნაცმოძრაობას, რომ, ფაქტობრივად, არსად ჩანდა… ამასთან ერთი რამ კარგად უნდა ვიცოდეთ: დღეს მსოფლიოში ყველა გადატრიალება იმართება “გადატრიალების ცენტრებიდან”, რომლებიც დაახლოებით 50 ქვეყანაში ფუნქციონირებს. ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს გადატრიალების ერთ-ერთ ასეთ ცენტრში სასწავლებლად მიავლინეს გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე, რომლებიც სულ მალე ეროვნულ ხელისუფლებას როგორც იდეურად, ისე იარაღით დაუპირისპირდნენ. ამავე ჯგუფში მოიაზრებოდა ზურაბ ჟვანიაც… “გადატრიალების ცენტრში”, სადაც სამთვიანი და ექვსთვიანი კურსებია, ბოკერიასა და თარგამაძის სწავლის ფული შევარდნაძემ გადაიხადა.

ბედის ირონიით, შევარდნაძე 2003 წელს სწორედ იმ ხალხმა დაამხო, ვინც ზვიადის დროს გადატრიალების მოწყობის მიზნით უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნა და დააფინანსა. გადამტრიალებელთა ეს ჯგუფი, რომელთა ლიდერიც უპირობოდ არის გიგა ბოკერია, 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს მესამედ აწყობდა საქართველოში გადატრიალებას, მაგრამ ჩაფლავდნენ… ახლა მათი მიზანია, მეოთხეჯერაც სცადონ ბედი, რაც უწინდებურად არ გამოვა, რადგან 2024 წლამდე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას საქართველოში ვერავინ შეეხება”,- განაცხადა კვესელავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები