აზერბაიჯანული მედია საშუალებები ქალაქ განჯაში დაბომბვის შემდეგ შექმნილი ვითარების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ავრცელებს. მათივე ცნობით დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებებს ადგილობრივი პროკურატურა აწვდის.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის ინფორმაციით ქალაქ განჯაზე თავდასხმა სომხურმა არმიამ განახორციელა, აღნიშნულ ინფორმაციას სომხური თავდაცვის უწყება უარყოფს.