4 ოქტომბერს “ქართული ოცნება” სიღნაღში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს

4 ოქტომბერს, 12:00 საათზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” სიღნაღში გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, დავით სონღულაშვილს წარადგენს.
​პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წარდგენას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები