ლარი გამყარებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0013 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასმა 3.1975 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.1988 ღირდა.
0.0085 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.7475 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7560 იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები