საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის, ვირუსით საქართველოში 46 ადამიანია გარდაცვლილი.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის სულ 7 093 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 295 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 714-ს შეადგენს.