უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, მმართველი პარტიის – “ხალხის მსახურის” წევრი, ლიუდმიმა მარჩენკო აცხადებს, რომ კიევი მზად არის, ბაქოს დახმარება აღმოუჩინოს.
ამის შესახებ დეპუტატმა ტელეარხის “უკრაინა24”-ის ეთერში განაცხადა.
მან მიმდინარე მოვლენებს “სამხედრო ვითარება” უწოდა.
“უკრაინა მზად არის, აზერბაიჯანს მხარი ნებისმიერ ფორმატში დაუჭიროს. ეს სამხედრო, ჰუმანიტარული დახმარება შეიძლება, იყოს, რაც მომავლში დასჭირდებათ”, – თქვა მარჩენკომ.
უკრაინელი დეპუტატის თქმით, საკითხის გამწვავების შემთხვევაში, უკრაინა მოვლენებს გვერდს არ აუვლის.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება ამჟამად ეხმარება ბაქოს სამართლებრივ და რესურსის მხრივ, ანუ – ჰუმანიტარული დახმარების ნაწილში.