აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და შეერთებული შტატების პირველ ლედის, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
როგორც ტრამპის ექიმმა განაცხადა, ქვეყნის მეთაური და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ და თეთრ სახლში დარჩენასა და უფლებამოსილების შესრულებას გეგმავენ.
მანამდე, გახდა ცნობილი, რომ კოვიდ19 ტრამპის მრჩეველ ჰოუპ ჰიკს დაუდასტურდა, რომელიც თეთრი სახლის ლიდერ ჯო ბაიდენთან დებატებში და შემდგომ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ახლდა.