თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება

თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა, გიორგი ბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს დაგეგმილი აქვს სხვადასხვა აქტივობა, შესაბამისად, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

“თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება და დაკისრებული მოვალეობის შესრულებას აგრძელებს. მას დაგეგმილი აქვს აჭარის რეგიონში ვიზიტი, სადაც ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებულია, რათა კოლეგებს კონსულტაცია გაუწიოს.

ბატონი თენგიზისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი გუნდის, პარტია “ქართული ოცნების” აქტიურ მხარდამჭერად”, – განაცხადა ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები