ყარაბაღთან დაკავშირებით პუტინის, მაკრონისა და ტრამპის განცხადება გავრცელდა

ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე მომუშავე, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები: საფრანგეთი, რუსეთი და აშშ ვითარების ესკალაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იტყობინება.

აღინიშნება, რომ ემანუელ მაკრონი, ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი მთიან ყარაბაღში ძალადობის ესკალაციას მტკიცედ გმობენ.

ასევე, სამი ქვეყნის ლიდერი მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები