საქნავთის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსების ეზოებს აწესრიგებენ

სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს. საქნავთის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსების ეზოები წესრიგდება. სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე გაეცნო.
საგზაო სამუშაოები N36, N37 და N3 კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება. ასფალტის საფარი 2 000 კვ.მ ფართობზე იგება. ირგვლივ ბორდიური და ტროტუარები ეწყობა.
პროექტების ჯამური ღირებულება 90 000 ლარია. სამუშაოებს, სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია – „სკინჩი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები