კობახიძე – დავით გარეჯის თემაზე: სააკაშვილს წამოსცდა, რომ 70 მილიონი აქვს აღებული

„წამოცდენა იყო თუ რა იყო, 70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში სააკაშვილს. ჩვენ საერთოდ არ ვერევით ამ საკითხში. ერთადერთი ჩვენი მოწოდება არის ის, რომ მაქსიმალურად დაიდოს ყველა მონაცემი, თუ რა მოხდა რეალურად ამ ყველაფერზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა დავით-გარეჯის საკითხზე საქმის აღძვრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს.
„რადგან არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და რადგან თემა არის მგრძნობიარე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხის მეტი პოლიტიზება არ შეიძლება, მით უმეტეს, რომ საკითხი არის მგრძნობიარე. მაგრამ ამ ფონზე თქვენ ნახეთ, რომ გუშინ თვითონ რადიკალურმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა – სააკაშვილმა, გვარამიამ და სხვებმა სცადეს ამ საკითხის პოლიტიზება. სააკაშვილმა მათ შორის, წამოცდენა იყო თუ რა იყო, 70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში. არ ვიცი, ამან დამატებით გააღრმავა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ იქ შეიძლება, მართლა რაიმე მძიმე იყოს. დაველოდოთ გამოძიებას. ვნახოთ, პოლიტიზება ამ საკითხის არ  არის სწორი. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. დაველოდოთ გამოძიებას და მოვუწოდოთ გამოძიებას, რომ რაც შეიძლება მალე გაასაჯაროონ ამ საქმის დეტალები”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები