„რათა არასოდეს მოვდუნდეთ“ – დღეს ნიკო ლორთქიფანიძეს 140 წელი შეუსრულდებოდა

დღეს – 29 სექტემბერს, ნიკო ლორთქიფანიძეს ვიხსენებთ, ქართული სიტყვის სასწაულმოქმედს, საქართველოს გულისცემაზე მიყურადებულ მწერალს, რომელმაც ეროვნული განცდა და თავმოყვარეობა გაუმძაფრა მთვლემარე საქართველოს! სწორედ ამიტომ მივიჩნევთ მას ჩვენს მარადიულ თანამდევად, ილიას, აკაკის, ვაჟას, დავით კლდიაშვილის, ვასილ ბარნოვის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას გვერდით სახსენებელ ერისკაცად.
მისმა ტექსტებმა უდიდესი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის მკითხველზე და 21-ე საუკუნეში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რათა არასოდეს მოვდუნდეთ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასის, მშობლიური ქვეყნის გასაფრთხილებლად და საპატრონოდ. სწორედ ამ წმიდათაწმიდა ვალს ეხება ნიკო ლორთქიფანიძის ხელისგულისოდენა „ლიტერატურული საღამოც”, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

https://poetry.ge/poets/niko-lortkipanidze/prose/xxzr-literaturuli-sagamo

 

გიორგი ლალიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები