“სომხეთის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ ყარაბაღი სომხეთია. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ის მატყუარაა არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, მის ფარგლებს გარეთაც და ეს ფაქტი სომეხი ხალხისთვის კარგად არის ცნობილი. ის ყოველდღიურად იტყუება”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.
ალიევის თქმით, მიუხედავად ამდენი ტყუილისა, “იმის თქმა, რომ ყარაბაღი სომხეთია, ამაზრზენია. ამის შემდეგ ის ამბობს, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მარიონეტულ რეჟიმთან უნდა აწარმოოს მოლაპარაკება, რაც მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლას ნიშნავს. მერე, ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლიბანელ სომხებს უკანონოდ ანთავსებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო სწავლებას მართავენ”.
“ეს აზერბაიჯანელი ხალხის შეურაცხყოფაა. ამას ვერასდროს შევეგუებით და მათ თავიანთ ადგილს მივუჩენთ. თუ საერთაშორისო თანამეგობრობას გიჟი დიქტატორის შეჩერება არ შეუძლია, მათ აზერბაიჯანი შეაჩერებს. აზერბაიჯანი მათ ადგილს მიუჩენს და ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.