გია ვოლსკი: ვფიქრობ, მეცხრე მოწვევის პარლამენტს მნიშვნელოვანი ისტორიული როლი აქვს, რადგან საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტის კონსტიტუცია მიიღო

„მე ვფიქრობ, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტს მნიშვნელოვანი ისტორიული როლი აქვს სწორედ იქედან გამომდინარე, რომ საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტის კონსტიტუცია მიიღო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას არცერთ მნიშვნელოვან ეტაპზე საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია.

„მე ვფიქრობ, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტს მნიშვნელოვანი ისტორიული როლი აქვს სწორედ იქედან გამომდინარე, რომ მიიღო საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტის კონსტიტუცია. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის მცდელობა, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ არა მარტო კონსტიტუციის, არამედ, საერთოდ სახელმწიფოსი, არის ხელწერა, რომელიც მათ, სამწუხაროდ, ახასიათებთ და რამაც საკმაოდ სერიოზული ჩრდილი მიაყენა საერთოდ ამ პოლიტიკურ ველს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, რაც მთავარია, ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოება აფასებს. კონსტიტუცია არის უმაღლესი დონის და სამწუხაროა, რომ არც მის დამუშავებაში, არც მის მიღებაში, არც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებაში ოპოზიციას არ მიუღია არანაირი მონაწილეობა და დღეს ამის ,,გაპრავებას,, ცდილობს რაღაც უზნეო განცხადებებით”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები