სალომე სამადაშვილი – ყარაბაღის საკითხზე: იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ჩარევით ეს კონფლიქტი უახლოეს დღეებში შეწყდება

“ჩვენი პოზიცია მთიანი ყარაბაღის თემაზე ყოველთვის იყო და იქნება იგივე, რაც არის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი არის ხელშეუხებელი”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი ყარაბაღის საკითხზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

“ვერ ვხედავ, რა არის ახალი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში? ეს იყო ყოველთვის საქართველოს პოზიცია.

მინდა, რომ ორივე მეზობელს მშვიდობა ვუსურვო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ჩარევით ეს კონფლიქტი უახლოეს დღეებში შეწყდება და ვხედავთ, რომ ძალიან გააქტიურებულია საერთაშორისო დიპლომატია შესაბამისი მიმართულებით. ჩვენს ინტერესებშია რეგიონში სიმშვიდე და სტაბილურობა. შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან მძიმე ვითარების დასრულებას მშვიდობიანად შეძლებენ უახლოეს დღეებში. ჩვენი მხრიდან შეგვიძლია, მოვუწოდოთ ორივე მხარეს, რომ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ”, – განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები