გია ვოლსკი: თუ ვინმე ცდილობს და რესურსს ხარჯავს, რომ არჩევნები უმაღლეს დონეზე, ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით ჩატარდეს, ეს “ქართული ოცნების“ გუნდია

“დღეს ვინმე თუ ცდილობს და რესურსს ხარჯავს იმისთვის, რომ არჩევნები უმაღლეს დონეზე, ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით ჩატარდეს, ეს “ქართული ოცნების“ გუნდია“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს.

ვოლსკის თქმით, თავდასხმები ოპოზიციაზე იქნება თუ ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

„მართალი გითხრათ, ანგარიშს მთლიანად არ გავცნობივარ, მაგრამ მოარული ხმების მიხედვით იმის თქმა, რომ ვიღაცამ განაცხადა, რომ ვიღაცისგან ინფორმაცია მიიღო, რომ ვიღაცას თითქოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან, ეს არაკომპეტენტურობისა და პოლიტიკური ანგაჟირებულობის მაჩვენებელია. გარდა ამისა, თუ დღეს ვინმე ცდილობს და რესურსს ხარჯავს იმისთვის, რომ არჩევნები უმაღლეს დონეზე, ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით ჩატარდეს, ეს არის „ქართული ოცნების“ გუნდი. აქედან გამომდინარე, თავდასხმები ოპოზიციაზე იქნება თუ ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ისეთ სფეროში, რაც ჯანსაღი დებატების სფეროს არ წარმოადგენს, არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები