მარინა ენდელაძე: კორონავირუსის გამოვლენის თვალსაზრისით, კვლავ აჭარა ლიდერობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის თვალსაზრისით, კვლავ აჭარა ლიდერობს.

მისივე თქმით, კორონავირუსისგან ქვეყანაში 270 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

“გამოვლინდა კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 270 პაციენტი. 3542 პაციენტი მკურნალობას აგრძელებს. აქედან 25 კრიტიკულია, მათ შორის 23 მართვით სუნთქვაზეა. 7 ადამიანი, რომელიც მართვით სუნთქვაზეა, ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.

ახალ შემთხვევებს რაც შეეხება – კვლავ აჭარა ლიდერობს. 225 პაციენტია აჭარა, 35 თბილისი, იმერეთი 22, სამეგრელო-ზემო სვანეთი 18, შიდა ქართლი 9, სამცხე-ჯავახეთში გახლავთ 3, გურიასა და ქვემო ქართლში არის თითო შემთხვევა”, – განაცხადა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები