“დადგა დრო, დავასრულოთ კრიზისი რეგიონში, რომელიც მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის მიმდებარე რაიონების ოკუპაციით დაიწყო”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის ლდიერის თქმით, სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ოკუპირებული მიწების დაუყოვნებლივი გათავისუფლება რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას გაუხსნის გზას.
“აზერბაიჯანს მოთმინების ფიალა აევსო და ბაქო საკუთარ ძალებით ცდილობს, სომხეთის ოკუპაციას წერტილი დაუსვას”, – განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთი მტკიცეს გააგრძელებს მოძმე და მეგობრული აზერბაიჯანის მხარდაჭერას.
“სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე უკანასკნელი პროცესები – კარგი შესაძლებლობაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც რეგიონში კონფლიქტის სამართლიანი დარეგულირებისთვის გავლენები აქვთ”, – აღნიშნა ერდოღანმა.