ამერიკელი ექსპერტი: დიალოგის დრო ამოწურულია, სომხეთის ქმედება საერთაშორისო დაგმობას იმსახურებს
ევროპული პოლიტიკის საკითხებში ამერიკელი ექსპერტი, პიტერ ტეისი მიიჩნევს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დიალოგის დრო ამოწურულია და ერევნის ქმედება საერთაშორისო დაგმობას საჭიროებს.
ამის შესახებ ტეისმა აზერბაიჯანულ გამოცემა Trend-ს განუცხადა.
“სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ამ ფონზე, ევროპის ქვეყნების ლიდერები, ასევე, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები დუმილს ინარჩუნებენ, რაც შეიარაღებულ კონფლიქტს მეტ გაუგებრობას სძენს”, – თქვა ექსპერტმა.
მისი თქმით, სომხეთის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციები, რომლებიც მათ შორის მსხვილკალიბრიანი იარაღისა და ტყიამრქვევების გამოყენებას გულისხმობს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან დაუყოვნებლივ უნდა იყოს დაგმობილი, გარდა ამისა, მაიკ პომპეომ უახლოეს დღეებში ბაქოში ოფიციალური ვიზიტი უნდა განახორციელოს.
“სომეხი ლიდერები კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული მასობრივი დანაშუალებების გამო, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ეკოლოგიური რესურსების განადგურებისთვის, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ”, – აღნიშნა ექსპერტმა.