ალიევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ეს სამამულო ომია!
“აზერბაიჯანის წინააღმდეგ უკვე 30 წელია, ომი მიმდინარეობს”, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჰიკმეთ გაჯიევმა, რომელიც ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
მისი თქმით, სომხეთის ოკუპაცია უნდა დასრულდეს.
“ეს დიდი სამამულო ომია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა, დღეს ასევე ნაწილობრივი მობილიზაციაა გამოცხადებული. აზერბაიჯანის საერთაშორისო ნორმების შესაბამისად მოქმედებს, რასაც ვერ ვიტყვით სომხეთის შეიარაღებულ ძალებზე”, – თქვა გაჯიევმა.
აზერბაიჯანში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების პარალელურად, ხდება ცნობილი, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადადის.
აღინიშნება, რომ მოქალაქეებს ბილეთების გაცვლა ან მათი დაბრუნება შეეძლებათ.