აზერბაიჯანის გენპროკურატურა: სომხეთი სამოქალაქო ობიექტებზე იერიშს აგრძელებს – 26 მოქალაქე ჰოსპიტალიზებულია

სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამოქალაქო მოსახლეობის, საცხოვრებელი სახლებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების მისამართით იერიშს აგრძელებს, რაც ჟენევის კონვენციის ვალდებულებების უხეში დარღვევაა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ცნობის თანახმად, იერიშების სამიზნედ მჭიდროდ დასახლებული პუნქტებია არჩეული – რაიონული და სოფლის ცენტრები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები – საავადმყოფოები, სამედიცინო ცენტრები, სკოლები და ბაღები.

ბაქოს ინფორმაციით, ამჟამად 26 მშვიდობიანი მოქალაქეა ჰოსპიტალიზებული.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროშიც აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის არმია ე.წ.მთიან ყარაბაღში დასახლებული პუნქტების იერიშს ახორციელებს.

უწყების ინფორმაციით, 27 სექტემბერს დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას ე.წ. მთიანი ყარაბაღის არმიის 31 სამხედრო ემსხვერპლა, ასევე, ორი სამოქალაქო პირი – ბებია და შვილიშვილი, 200 ადამიანი დაშავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები