ყარაბაღის ზონაში კონფლიქტის გამწვავების ფონზე, აზერბაიჯანში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა.
შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა – ილჰამ ალიევმა მოაწერა.
ქვეყნის მინისტრთა კაბინეტს დაევალა შესაბამისი საკითხების მოგვარება. ბრძანება ძალაში ხელმოწერისთანავე შედის.
27 სექტემბერს მთიან-ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანის შეხების წერტილში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. კონფლიქტის ესკალაციაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
გუშინ საყოველთაო მობილიზაცია და სამხედრო მდგომარეობა სომხეთმა და მთიანი-ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკამ გამოაცხადა.