“ლელო საქართველოსთვის” სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

“ლელო საქართველოსთვის” სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. პარტიის განცხადებით, ის აფასებს ამ ორ ქვეყანასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს.
“ლელო საქართველოსთვის” შეშფოთებით ადევნებს თვალს  ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას.
ვაფასებთ რა იმ ღრმა და მჭიდრო პოლიტიკურ  და ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენს ორ მეზობელ სახელმწიფოსთან გაგვაჩნია,
ჩვენ ვემხრობით  მშვიდობას, დემოკრატიას და განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
მნიშვნელოვანია, რომ ამ მძიმე დროს საქართველომ ყველაფერი გააკეთოს მშვიდობის ხელშესაწყობად რეგიონში”, – წერია პარტიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები