თორნიკე რიჟვაძე: დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას და მალე ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ
“დღევანდელი დღე უმძიმესია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან, ომის ვეტერანებთან ერთად ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„ეს არის დღე, როცა დაეცა სოხუმი. დღე, როცა ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა ამ ბრძოლას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას და მალე, ყველანი ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ” ,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.