სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მასშტაბური ომი დაიწყო
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები განახლდა. ფართომასშტაბიანი შეტაკებების შესახებ ინფორმაციას ორივე ქვეყნის თავდაცვის უწყებაში ადასტურებენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ სომხეთის არმია მოწინააღმდეგის შეტევას წარმატებულად იგერიებს.