პარიზში მეორე პირი დააკავეს, რომელიც Charlie Hebdo-ს ყოფილ რედაქციასთან რამდენიმე საათის წინ მომხდარ თავდასხმის საქმეში ფიგურირებს.
Le Figaro-ს ინფორმაციით, მეორე თავდამსხმელი Richard Lenoir -ის მეტროსადგურთან იქნა დაკავებული.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული წარმოშობით, სავარაუდოდ, პაკისტან-ინდოეთიდანაა.
ამასთან, მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.
პარიზში, რიშარ ლენუარის ბულვართან ახლოს თავდასხმა დღეს დილით მოხდა. მამაკაცმა გამვლელები დანით დაჭრა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
თავდამსხმელებთან ადგილიდან მიმალვა შეძლეს, თუმცა, პოლიციამ ერთ-ერთის დაკავება მალევე ბასტილიასთან მოახერხა, მეორეს ძებნა კი გრძელდებოდა.