ხობის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არ შეუშვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატ მურთაზ ზოდელავას, პარტიის მხარდამჭერებსა და აქტივისტებს ხობის აგრარული ბაზარის მოვაჭრეებმა ტერიტორია დაატოვებინეს.

როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ისინი ხალხთან საარჩევნო პროგრამაზე სასაუბროდ იყვნენ მისულები.

მოვაჭრეების თქმით კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მორალური უფლება, რომ არჩევნებში ხალხის მხარდაჭერა მოითხოვონ, რადგან  ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს არაერთ ადამიანს მოუწია საკუთარი შემოსავლისა და ბიზნესის დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებითა და ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები