როგორ დაეხმარება მთავრობებს კორონავირუსთან ბრძოლაში ​გრიპზე აცრა – ჯანმო-ს კომენტარი

“გრიპზე აცრა ადამიანს კოვიდ19-სგან ვერ დაიცავს, თუმცა, პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სისტემას დამატებით ტვირთს მოუხსნის”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გრიპთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელმა, ან მოენმა.

“არ ველოდებით, რომ აცრა კორონავირუსს დაეხმარება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ის ჯანდაცვის სისტემებისგან დამატებით ტვირთს მოხსნის”, – აღნიშნა მან.

მოენის თქმით, რიგი ქვეყანა გრიპისგან ვაქცინის დეფიციტს განიცდიან, თუმცა, ექსპერტმა ქვეყნების დასახელებისგან თავი შეიკავა.

მისი თქმით, ვაქცინის უკმარისობა უკავშირდება იმას, რომ პრეპარატის დაკვეთა 9 თვით ადრე ხდება, ამჟამინდელი მარაგები კი წლის დასაწყისში გაკეთდა, თუმცა, პანდემიამ ვითარება გაართულა და წამალზე მოთხოვნილება გაზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები