რუსული მედიის ინფორმაციით, მომავალი წლიდან პენსიონრებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება (წამლები, სხვადასხვა ამბულატორიული მომსახურება) 30 მილიარდი რუბლიდან 15 მილიარდ რუბლამდე მცირდება. სამაგიეროდ, 10 მილიარდი რუბლით, ანუ 50 მილიარდამდე იზრდება სახელმწიფოსა და მისი ჩინოვნიკების პიარისთვის განკუთვნილი თანხები. როგორც რუსული მედიის ერთი ნაწილი წერს, თანხებისა და შემოსავლების ნაკლებობას სახელმწიფოს პროპაგანდაში ჩართული მედია და მისი სახეები არ აქამდე უჩიოდნენ, თუმცა, ამიერიდეან მათი შემოსავლები კიდევ უფრო გაიზრდება.
The Insider-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია RT-ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის ყოველწლიური შემოსავალი, დაახლოებით, 36.4 მილიონი რუბლი, ანუ, დაახლოებით, 473 ათასი დოლარია. სიმონიანს ტელევიზიაში ორი გადაცემა მიჰყავს – Россия сегодня და ТВ-Новости.
პუტინისა და მისი მთავრობის პროპაგანდით არის დაკავებული სიმონიანის მეუღლე – ტიგრან კესოიანიც, რომელიც ტელეკომპანია НТВ -ის წამყვანია. როგორც რუსული მედია წერს, ჯამურად, ცოლ-ქმარი წელიწადში 156 მილიონ რუბლს, ანუ 2 მილიონ დოლარს შოულობს.
56 მილონით ნაკლები, ანუ 100 მილიონი რუბლი (დაახლოებით, მილიონ 300 ათასი დოლარი) გამოიმუშავა გადაცემა Время покажет-ის წამყვანმა, არტიომ შეინინმა.
შედარებით მოკრძალებულ თანხაზეა საუბარი ცნობილი სამთავრობო პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის შემთხვევაში. სოლოვიოვი წელიწადში „სულ რაღაც“ 56 მილიონ რუბლს, ანუ, დაახლოებით, 728 ათას დოლარს გამოიმუშავებს.
России 1-ზე ტოქ-შუო 60 минут-ის წამყვანების – ევგენი პოპოვისა და ოლგა სკაბაევას შემოსავალი წელიწადში თვითოეულზე 12.5 მილიონი რუბლი, ანუ 165 000 დოლარია.
Россия сегодня-ს გენერალური დირექტორი, დიმიტრი კისილოვი მხოლოდ გადაცემა Вести недели-ის წაყვანაში ყოველწლიურად 4.5 მილიონ რუბლს, ანუ, დაახლოებით, 58 ათას დოლარს იღებს. The Insider-ის ინფორმაციით, ჯამურად, კისილიოვის ყოველწლიური ანაზღაურება თითქმის მილიონ დოლარს უტოლდება.