ირაკლი ბერაია: ბრიტანეთი არის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი

„ბრიტანეთი არის ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენთვის ეს თანამშრომლობა არის პრიორიტეტულად მნიშნელოვანი და ვდგამთ ყველა ნაბიჯს ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი ბერაიას განცხადებით, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” მეშვიდე რაუნდი, რომელიც საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაიმართა როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა, სადაც განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც აქტუალურია ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც შევეხეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც არის აქტუალური ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში. ეს იყო პირველ რიგში, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. ბრიტანეთი ამ მხრივ არის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. ის ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების განხორციელებაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებზე ბრეგსითის შემდგომ პერიოდში და ამ თანამშრომლობაში ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ ახალ შესაძლებლობას და ბევრი პოზიტიური ნაბიჯის განხორციელების რეალურ კონტურებს”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები