ლუიზა ვინტონი: ამ ეტაპზე ბევრად უფრო მშვიდი და წყნარი საარჩევნო ატმოსფეროა, რაც შეიძლება, კორონავირუსს უავშირდებოდეს

გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში – ლუიზა ვინტონი მიიჩნევს, რომ არჩევნების ამ ეტაპზე ბევრად უფრო მშვიდი და წყნარი ატმოსფეროა, რაც, მისივე ვარაუდით, შესაძლოა, კორონავიუსს უკავშირდებოდეს.

როგორც მან საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის ონლაინ პრეზენტაციისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების პროფესიონალურად გაშუქების ხარისხი უმჯობესდება, მაინც შეინიშნება მეტად ანალიტიკური გაშუქების საჭიროება.

„მივესალმებით ისეთ გაშუქებას, რომელიც აჩვენებს პლურალისტულ პოლიტიკურ ლანდშაფტს. ბალანსი ჯერ კიდევ რჩება პრობლემურ საკითხად განსაკუთრებით ტელევიზიებისთვის. ამასთანავე, არჩევნების გაშუქების ზოგადი პროფესიონალური მიდგომა გაუმჯებესების მიმართულებით მიდის, თუმცა, ჯერ კიდევ ჩანს ანალიტიკური გაშუქების საჭიროება, რომ ჟურნალისტებმა უფრო ღრმად ჩაიხედონ საკითხში, მეტი კითხვა დასვან, გაშუქებისას უნდა გამოიყენონ მეტი წყარო და ერთ წყაროზე დაყრდნობილ რეპორტინგს მოერიდონ. ასევე, უნდა ითქვას, რომ გენდერული ნიშნით სტერეოტიპების გამყარება რჩება პრობლემად. ეს გამოწვევები, რომლებიც აღინიშნა, არ გვხვდება მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში, რადგან ბევრი დემოკრატიული ქვეყანა ცდილობს, განავითაროს უფრო ობიექტური და ანალიტიკური მედიაგაშუქება.

ძალიან მიხარია, რომ ჩართულები ვართ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მედიამონიტორინგის პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ გაერო-ს განვითარების პროგრამა ამ პროცესში უკვე 10 წელია ჩართულია და ეს არის მერვე საყოველთაო არჩევნები, რომელსაც დავაკვირდებით. რომ განვმარტოთ, რატომ არის ეს ამდენად მნიშვნელოვანი, თქვენ იცით, რომ დემოკრატია წარმოდგენილია ყველა შესაძლო ფორმით, თუმცა არ არსებობს დემოკრატია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარეშე და არჩევნები არის გზა ამომრჩევლისთვის, დააფიქსიროს თავისი მოსაზრება ქვეყნის მიმართულებასთან, მომავალთან დაკავშირებით, იმის შესახებ თუ საით უნდა, რომ საქართველო განვითარდეს. ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები იქედან გამომდინარე, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, რაღაცები შეიცვალა, კონკრეტულად, პარლამენტის პოზიცია შეიცვალა კონსტიტუციური ცვლილებები შედეგად, რამაც ის პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრში დააყენა.
რატომ არის ამ კონტექსტში მედიამონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანი? იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვეყრდნობით მედიას, რომელმაც საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მის წინაშე არსებულ პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ მედია გაეცნობა კვლევის დასკვნებს, რომელიც რიგ შემთხვევებში შეიძლება, კრიტიკული იყოს, მაგრამ მიიღებს ამას სერიოზულად, როგორც სხვადასხვა ტიპის მედიის მუშაობის გაუმჯობესების გზას.
​არჩევნების ამ ეტაპზე ბევრად უფრო მშვიდი ატმოსფეროა, რაც შეიძლება, გამოწვეული იყოს იმით, რომ ადამიანები დაკავებულები არიან კორონავირუსის თემით“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები