პუტინი ნობელის პრემიაზე წარადგინეს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. შესაბამისი განაცხადი ნობელის კომიტეტს 10 სექტემბერს გაუგზავნეს.
ამის შესახებ აკადემიკოსმა, მწერალმა, სერგეი კომკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ, ნობელს ამერიკულმა მხარემაც მიმართა და დონალდ ტრამპი წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხრიდან ნობელის პრემიაზე ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნიც არის წარდგენილი, რომელიც 20 აგვისტოს “ნოვიჩოკის” ჯგუფის შხამით მოწამლეს, ორი დღის წინ ბერლინის კლინიკიდან გამოწერეს, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა.
მოსალოდნელია, რომ 2020 წლის ნობელის ლაურეატების დასახელება 5-12 ოქტომბრის პერიოდში მოხდება.